სიახლე: საფრანგეთი და გერმანია კრიპტოვალუტის რეგულირებისთვის გეგმას შეიმუშავებენ

საფრანგეთი და გერმანია კრიპტოვალუტის ბაზრის რეგულირების შესახებ წინადადებას ამზადებენ, რომელსაც 2018 წლის აპრილში, G20-ის სამიტზე გააჟღერებენ.

ეს ინფორმაცია საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მეიერმა პარიზში, გერმანელ კოლეგასთან ერთად, პიტერ ალტმაიერთან დაგეგმილ პრეს-კონფერენციაზე გააჟღერა. მან ასევე გამოაქვეყნა სამუშაო ჯგუფის უფროსის შესახებ ინფორმაცია – მას უხელმძღვანელებს საფრანგეტის ბანკის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე – ჟან პიერ ლანდაუ.

სწორედ ეს ჟან პიერ ლანდაუა, რომელიც ცნობილია როგორც ბიტკოინის მოძულე. მან უკვე არაერთხელ გააჟღერა იდეა კრიპტოსამყაროს შეზღუდვის შესახებ, რადგან მისი განცხადებით, კრიპტოვალუტის ბაზარი ფულის გათეთრების საუკეთესო წყარო გახდა.

შეჯამებისთვის, შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ მსგავსი მოცემულობა არაფერ კარგს არ აძლევს კრიპტოსამყაროში ჩართულ პირებს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობების რეგულირების შესაძლებლობა ბლოკჩეინ სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე შეზღუდულია, საყურადღებოა ამგვარი სიახლის შემდეგ ბაზარზე არსებული ფასების მერყეობა.

აღსანიშნავია, რომ რაც მეტად იხვეწება კრიპტოვალუტების ბაზარი და ბლოკჩეინ ტექნოლოგია, მით უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ მას მთავრობები, შესაბამისად უნდა ველოდოთ, რომ უახლოეს მომავალში მივიღებთ მკაცრს ნაბიჯებს. ამგვარი ნაბიჯების კარგი მაგალითია რეგულაციები ჩინეთში.

თქვენი აზრით, აქვს თუ არა მომავალი კრიპტოსამყაროს გლობალური ეკონომიკის ფორმირების წვლილში?

Leave a reply:

Your email address will not be published.