აქტუალური: ბაზრის მიმოხილვა 16.01.18.

16 იანვრის დილას, მათ ვინც ყოველდღიურად ადევნებს თვალს კრიპტოვალუტების ბაზარს, უსიამოვნო, ზოგისთვის კი ძალიან სასარგებლო სურათი დახვდათ. კრიპტოვალუტების ბაზარი ძლიერ ვარდნას განიცდის. რითია ეს ყველაფერი განპირობებული?

სტატიის დაწერის მომენტისთვის CoinMarketCap-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტების ბაზრის პირველი ათეული (კაპიტალიზაციით) შემდეგნაირად გამოიყურება:

როგორც მონაცემებში ჩანს, თითქმის ყველა კრიპტოვალუტამ საკმაოდ მძიმე ზიანი მიიღო და ეს ყველაფერი რამდენიმე საათის ინტერვალში.

მაშასადამე, წარმოგიდგენთ ბაზრის ანალიზს და მიზეზებს თუ რატომ ყიდის გამოუცდელი “ტრეიდერი” ყველა თავის აქტივს, ხოლო გამოცდილი “ტრეიდერები” მნიშვნელოვან ინვესტიციებს ანხორციელებენ.

  1. ჩინეთის მთავრობამ გადაწყვიტა კრიპტოვალუტებით ვაჭრობა სრული კონტროლის ქვეშ მოაქციოს. შეიმუშავოს რეგულაციები და შეეხოს როგორც ვებ-პლატფორმებს, ასევე მობილურ აპლიკაციებს.
  2. ჩინეთის მთავრობა გეგმავს დაბლოკოს ადგილობრივი ოფშორული პლატფორმები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ ვივაჭროთ ცენტრალიზებულად.
  3. ჩინეთის მთავრობა გეგმავს გადადგას ნაბიჯები და დაარეგულიროს ფიზიკური პირებისა და კომპანიების ქმედებები, რომლებიც გვთავაზობენ ე.წ. მარკეტმეიკინგის სერვისს.
  4. ჩინეთის მთავრობამ წინა კვირას განაცხადა, რომ ქვეყანაში გაზრდილი ელექტროენერგიის მოხმარებისა და ფინანსური რისკების გამო, გეგმავს ბოლო მოუღოს ბიტკოინის “მაინინგს”.
  5. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩინეთი ბიტკოინის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მეწილეა. ახლოვდება ჩინური ახალი წელი, როცა ჩინეთის მოქალაქეებს საშუალება აქვთ 7 დღე დაისვენონ. შესაბამისად, მათ ჭირდებათ დამატებითი სახსრები და სხვადასხვა კრიპტოვალუტის გადაცვლა ნაღდ ფულზე.

ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ კარგი მიზეზია მსხვილი “ტრეიდერისთვის”, რომელიც კარგად ერკვევა ბაზრის მერყევ სისტემაში. გამოუცდელი და ახალგაზრდა ტრეიდერები კი მარტივად ყვებიან ბაზრის ტენდენციებს და პანიკაში იწყებენ სრული კაპიტალის გაყიდვას.

ამგვარი სიტუაცია ძალიან ხელსაყრელია იმ პირებისთვის, ვინც დიდი ხანია გეგმავს ბაზარზე შემოსვლას და გააზრებულად ელოდებოდა მომენტს. რთულია წარმოვიდგინოთ უკეთესი მომენტი.

პ.ს. რჩევა: მათ, ვინც აპირებს ბაზარზე შემოსვლას, უმჯობესია შეისყიდოს დაბალფასიანი, მაგრამ პერსპექტიული კრიპტოვალუტა, რადგან მათი ზრდა მეტად საინტერესო უნდა იყოს, ვიდრე ბიტკოინის. ეს მხოლოდ რჩევაა, გადაწყვეტილება კი ყოველთვის თქვენით უნდა მიიღოთ.

Leave a reply:

Your email address will not be published.